Home
Category
TV Live Menu

"ჩვენ გვაქვს განსაზღვრული სტრატეგია, იმისთვის რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ლარში სესხების გაცემა და დაგროვება"

5814d87e459b5
BM.GE
29.10.16 21:11
1192
"ჩვენ გვაქვს განსაზღვრული სტრატეგია, იმისთვის რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ლარში სესხების გაცემა და დაგროვება“, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მაღალი დედოლარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ბანკებს ლარში მოზიდული გრძელვადიანი სახსრები არ აქვთ.

"ჩვენ გვაქვს დედოლარიზაციის განსაზღვრული სტრატეგია, იმისთვის რომ მაქსიმალურად წავახალისოთ ლარში სსესხების გაცემა და იმისთვის რომ ლარში დაგროვება წავახალისოთ.

მიზეზი იმის რომ ადამიანები დოლარში სესხულობენ, არის ის რომ ბანკებს არ გააჩნიათ ლარში მოზიდული გრძელვადიანი სახსრები. ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ აუცილებლად იქონიებს პოზიტიურ ზეგავლებას ადგილობრივ ვალუტაზე", - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day