Home
Category
TV Live Menu

"ჩვენ მასწავლებლის გამოცდა აღარ გვექნება, არამედ გვექნება კვალიფიკაციის დადასტურების ინსტრუმენტი"

582d4e7abea30
BM.GE
17.11.16 10:28
1233
ზამთარში პედაგოგების საგნობრივი გამოცდები აღარ ჩატარდება. როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, ეროვნული სასწავლო გეგმა „საკმაოდ გადატვირთულია“ და საგნობრივი გამოცდები იმ კლასის პროგრამას უნდა მიყვეს, რომელი კლასის პედაგოგსაც ეხება.

"სკოლის მართვა ინტეგრირებული პროცესია, რომელსაც დირექტორი და ადმინისტრაცია წარმართავს და მათ შორის ხშირად მათზეა დამოკიდებული პედაგოგების მოტივაცია, სკოლაში არსებული ატმოსფერო, ერთმანეთში ურთიერთობა, ინფრასტრუქტურა და ბევრი სხვა რამე. ამიტომ პედაგოგების პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამღლება და განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ კრიტიკულ საკითხში, როგორიც არის თანამშრომლების აყვანა და გათავისუფლება. ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ისეთ ვითარებას, როდესაც დირექტორი ამბობს, რომ იცის ეს თუ ის პედაგოგი კარგი არ არის, მაგრამ აბა რა უნდა ქნას. დირექტორის პირდაპირი მოვალეობაა, თუ პედაგოგი თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებს, ვინც გასაშვებია უნდა გაათავისუფლოს. ასე ხდება ყველა ორგანიზაციაში. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ისეთი იყოს, რომ დისკრიმინაცია არ მოხდეს მასწავლებლის და როდესაც ის გასათავისუფლებელია უნდა გაუშვან", - განაცხადა ჯეჯელავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day