"ზუგდიდში ბინებს 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახისთვის ვაშენებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში ყოფნისას განაცხადა.
"ამის ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ანაკლიის პორტი, რომლის ამოქმედება არა მარტო სამეგრელოში გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად ვითარებას, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკას მისცემს სერიოზულ ბიძგს. ეს იქნება იმ მასშტაბის პროექტი, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და, პირველ რიგში, სამეგრელოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება. აქვე მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. თბილისის შემდეგ, ზუგდიდში გავხსნით ტექნოლოგიურ პარკს, რომელსაც ზუგდიდში მდებარე სამთავრობო რეზიდენცია დაეთმობა. ამით ყველაზე მეტად ახალგაზრდებიდაინტერესდებიან. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენი ახალგაზრდები საკუთარი ინოვაციური იდეებითაც მივლენ და დაფინანსების მოპოვებას შეძლებენ. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით დამწყებ ბიზნესს, წავახალისებთ და დავაფინანსებთ ახალ იდეებს, რაც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენას და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა