კომპანია ,,ატლასგლობალი“ საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სკანდინავიაში, საფრანგეთში და შვეიცარიაში აქტიურ ღონისძიებებს იწყებს, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,ატლასგლობალის“ ხელმძღვანელმა თამუნა თანდაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, კომპანიის მიზანი ისეთი ბაზრების ათვისებაა, საიდანაც საქართველოში ტურისტების შემოდინება დაბალია, პოტენციალი კი დიდი.
რა სიახლეებს გეგმავს კომპანია ,,ატლასგლობალი“ 2018 წლის განმავლობაში საქართველოში?
2013 წელს წელს შემოვიდა კომპანია ,,ატლასგლობალი“ საქართველოში და ეს წლები დღემდე, ძირითადად დაეთმო ადგილობრივ ბაზარზე კარგ კომუნიკაციას და მისი პოტენციალის ათვისებას. 2017-ში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზალიბერალიზაციის ფაქტი, ამან საშუალება მისცა კომპანიას, პოპულარიზაცია გაეწია საქართველოსთვის, როგორც ტურისტული მიმართულებისთვის, საბედნიეროდ, მომეცა შესაძლებლობა წარმედგინა ჩემი ქვეყანა ევროპაში, მაქვს პირდაპირი შეხება, როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, გავმართეთ შეხვედრები შვეიცარიაში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, გამოვიკვლიეთ როგორია ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იქ და რა პოტენციალის ათვისება შეგვიძლია. გამოიკვეთა , რომ ადამიანები ამ ქვეყნებიდან მოგზაურობენ 55 წელს ზევით ასაკობრივ კატეგორიაში, ძირითადად კავკასიის ტურები ეწყობა, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს, სასომხეთსა და საქართველოს სტუმრობენ. ჩვენი ამოცანა გახადა, საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პოზიციონირება.
რას ითვალისწინებენ ადამიანები ამ ქვეყნებიდან, როდესაც ისინი სამოგზაუროდ მიდიან ამა, თუ იმ ქვეყანაში?
ნომერ პირველი პრიორიტეტია უსაფრთხოება, რის გამოც ეს ტურისტები იღებენ გადაწყვეტილებას დაგეგმონ თავიანთი ვიზიტები ქვეყანაში; როგორც წესი, ორგანიზებული ტურიზმი ისეთი აქტუალური აღარ არის, როგორც ინდივიდუალური ტურიზმი; მოგეხსენებათ, ციფრული მედიის პირობებში ადამიანები თავად გეგმავენ მოგზაურობას, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რა ინფორმაცაია დევს ციფრულ მედიაში და რამდენად სანდო და ხელმისაწვდომია ის. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ტურისტული კომპანიების აზრი არის ის, რომ საქართველოში უნდა ჩამოხვიდე მაქსიმუმ ერთი კვირით, თბილისში და რამდენიმე რეგიონში, სადაც დახვდებათ კარგი ღვინო და ხინკალი, მე ვფიქრობ, რომ ღვინოს და ხინკალს სცილდება საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით კულტურულ სფეროში, სადაც ჩვენი არტისტები და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკვე თამამ განცხადებებს აკეთებენ და ხვდებიან ევროპის მოდის კვირეულებზე თავიანთი კოლექციებით; ძალიან კარგია ის ტენდენცია, რომ სახელმწიფომ დაიწყო ქვეყნის მხარდაჭერა, როგორც ტურისტული მიმართულების, ამის შემდგომ უკვე გაიხსნა კარი ბიზნესისთვის, ახლა გახსნილ კარში, როგორ მოვახერხებთ ჩვენ ბიზნესის პოზიციონირებას, რამდენად გავზრდით მასშტაბს, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
როგორი შედეგით დაასრულა თქვენმა კომპანიამ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასული წელი?
რომ შევადაროთ წინა წლებს, 17%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ, მთავარია არა სტატისტიკა, არამედ ის არის, თუ სად არის ზრდა, რომელ ბაზრებზე, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ შორს არის დეტალური ბიზნეს ანალიზისგან, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, ჩვენ არ ვიცით ადამიანები რა სურვილით, რა ხერხით, რა საწყისი ინფორმაციით იწყებენ მოგზაურობას ჩვენს ქვეყანაში, რატომ ჩამოდიან საქართველოში, სად იყიდეს ბილეთი, როგორ იყიდეს, რამდენი ხანი გაჩრდნენ, ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია ამ ყველაფერზე... ჩვენ შემთხვევაში, ტენდენციას რასაც დავაკვირდით, გავაკეთეთ აქცენტი საქართველოს პოპულარიზაციაზე, ჩავედით სკანდინავიაში, ტურზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საელჩოებთან კომუნიკაციით და ადგილობრივ, ძლიერ ტურისტულ კომპანიებთან დავიწყეთ ლაპარაკი, ანუ გადაიდგა პირველი ნაბიჯი, უშუალოდ იმ ქვეყნებში, სადაც მოგზაურთა რაოდენობა არის მაღალი, სადაც მაღალბიუჯეტიანი ტურისტული ზონა არსებობს. მაგალითად ისევ სკანდინავია მომყავს, რომელიც ჩვენთვის აუთვისებელი არის, ეს ადამიანები ოთხჯერ დაფრინავენ სამოგზაუროდ წელიწადში, რაც ძალიან მაღალი ციფრია..
კიდევ ვის მოიაზრებთ სკანდინავიის შემდეგ იმ ქვეყნების რიცხვში, რომელ ბაზრებზეც ანალოგიურ აქტოვობას გეგმავთ?
სკანდინავიის შემდეგ იქნება შვეიცარია, საფრანგეთი, ახალი პროექტი დავიწყეთ საელჩოებთან ერთად, ჩვენ ხელს შევუწყობთ სტარტაპერებს და ქართული კულტურის განმავითარებლებს და თუკი, წარდგენილ იქნებიან ქვეყნის გარეთ, ჩვენ მათ გვერდით დავუდგებით. ასევე, მთელი წლის განმავლობაში, საელჩოებთან ერთად, ღონისძიებებს გავმართავთ ამ ქვეყნებში, ეს იქნება საქმიანი ღონისძიებები, პრესასთან ურთიერთობა, მათი მოწვევა საქართველოში და სხვა მთელი რიგი აქტივობები.