Home
Category
TV Live Menu

"ჩვენი აზრი იყო რომ დეპოზიტების დაზღვევა ლარში მომხდარიყო, რომ ლარიზაციას შეწყობოდა ხელი"

58bd704723b19
ელენე გოგბერაშვილი
06.03.17 18:18
1206
"ჩვენი აზრი იყო ლარში მომხდარიყო დეპოზიტების დაზღვევა, რომ ლარიზაციას შეწყობოდა ხელი",  - აცხადებს "თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით "ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე საპასუხოდ. როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შენიშვნები, რაც ემთხვევა ასევე საბანკო ასოციაციის პოზიციას.

"ჩვენ ვთვლიდით, რომ 2018 წელი ნაადრევი იყო. ჩვენ ვთვლიდით, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეროვნულ ბანკში და არ ყოფილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რაც დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამის შეჯერება. ჩვენი ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომ ლარში მომხდარიყო დეპოზიტების დაზღვევა, რომ ლარიზაციას ხელი შეწყობოდა", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day