"ჩვენი დერეფნისთვის მთავარი გამოწვევა ყოველთვის სწორი და გამჭვირვალე თამაშის წესები იყო", - განაცხადა საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმზე საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, დღეს საქართველოს დერეფანი ყველა გადამზიდავს კომფორტულ პირობებს სთავაზობს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს დერეფანში ბიუროკრატიული ბარიერები მოიხსნა, რაც ინვესტორებისთვის დამატეითი სტიმულია.
"ჩვენ თუ დავთვლით, იმ კომპანიების რაოდენობას, რომლებიც არიან ბუნებრივი მნოპოლისტები, ეს არის დაახლოებით 14 იურიდიული პირი. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მძიმე და დროში ტევადი პროცესის გავლა უწევდათ ტვირთის მფლობელებს აღნიშულ კომპანიებთან სხვადსხვა ტექნკურ დეტალებზე მათ შორის ტარიფებზე. ამიტომ მთავარი სტიმული იმისთვის, რომ ამ სამ ქვეყანას ჩამოეყალიბებინა ერთიანი კონსორციუმი, სადაც ჩვენ კლიენტებს შევთავაზებდით ერთიან ტარიფს, იყო სწორედ ეს რომ ჩვენ ამ ბიუროკრატიისთვის აგვევლო გვერდი.
2013 წლის ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ყველა ეს კომპანია მიუერთდა ამ კონსორციუმს და ჩვენ უკვე 2 წელზე მეტია ტვირთმფლობელებს ვთავაზობთ გამჭოლ ტარიფს. წარმატებაც არ გვექნებოდა ჩინეთის მიმართულებით, რომ არ ყოფილიყო ეს კონსორციუმი. ჩვენ დერეფნს აქვს ბევრი უპირატესობა.
ვაჭრობა თურქეთსა და ჩინეთს შორის გახლავთ 25 მილიარდზე მეტი და ის ძალიან მაღალი ტემპით იზრდება და შემდეგ 10 წელში პროგნოზის მიხედვით გასამმაგდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის შესაძლებლობას, რომ ჩვენი დერეფანი ამ ორ მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის მთავარი ხიბლი გახდეს. ეს არის მნიშვნელოვანი ბიზნეს შესაძლებლობა.
ჩვენ დავამთავრეთ ჩვენი მხრიდან ბაქო-თბილისის-ყარსის მშენებლობა, თურქული მხარე კი მას დაასრულებს ნოემბერში.
მთავარი რაც ქმნის კომფორტს ინვესტორებისთვის, ეს არის ინტეგრაცია საქართველოსი ამ დერეფნებში და ის რომ მოხდა ბარიერების მოხსნა. ამ პროექტში ჩართული ყველა ქვეყანა მიიჩნევს, რომ უნდა ვიმუშავოთ ერთი ფანჯრის პრინციპით.
ვთვლი, რომ უახლოეს პერიოდში ყაზახეთი გახდება საქართველოსთვის მთავარი მომწოდებელი სარკინიგზო ტექნოლოგიების", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.