35 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, ჩვენი კვლვით, მატერიალური მიზეზით 5000 სტუდენტია, - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე მუშაობს და დღეს 12 კატეგორიის სტუდენტი იღებს საგრანტო დაფინანსებას.
„მატერიული მიზნით რაც არის იმას ვაგვარებთ, 12 კატეგორიის სტუდენტი იღებს საგრანტო დაინანსებას. ვინც თავად გადაწყვიტა ეს არც პრობლემაა და არც მოსაგვარებელი, ეს ამ ხალხის გადაწყვეტილებაა, რომ სწავლა შეეწყვიტათ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.