ბიზნესმენი თემურ ჭყონია ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის წინააღმდეგია. მისი თქმით, არ არის სწორი, როდესაც ბანკის მენეჯერებს პარალელურად სხვა ბიზნესი აქვთ, რადგანაც მათ პარალელურად აქვთ ინფორმაცია სხვა კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ბიზნესმენს ეჭვი ეპარება, რომ პარლამენტი შესაბამისი კანონის მიღებას და არაპროფილური აქტივების ბანკებისგან გამიჯვნას შეძლებს.
"პარლამენტი ამას ვერ მიიღებს კარგად. რატომ? სესხები აქვთ, მოერიდებიან რადიკალურ გადაწყვეტილებებს... აქ უნდა მიიღოს პრემიერმინისტრმა რადიკალური გადაწყვეტილება, რომ ბანკებში მომუშავე მენეჯერებს არ უნდა ჰქონდეთ, კერძო ბიზნესის ფლობის შესაძლებლობა",- აცხადებს ჭყონია.