Home
Category
TV Live Menu

ჭყონია: გაიგებარია რატომ უხდის სახელმწიფო "სიქპას" გადასახადს

5a3611f515195
BM.GE
17.12.17 13:00
1204
ბიზნესმენი თემურ ჭყონია სახელმწიფოს უალკოჰოლო სასმელების მარკირების განმახორციელებელ კომპანია ,,სიქპასთან'' 2010 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენი თვლის, რომ მარკირების საფასურს სახელმწიფო არ უნდა იხდიდეს, რადგან ,,სიქპას'' მარკირების აპარატი ხარვეზებით მუშაობს და ხშირ შემთხვევაში მათ მიერ დაუმარკავი პროდუქციის ოდენობა 20 ათას ბოთლსაც კი აჭარბებს. ბიზნესმენს ეს საკმარის არგუმენტად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ შვეიცარულ კომპანიასთან დადებულ ხელშკრულებას გადახედოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მარკირების საფასურს ,,სიქპას'' სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ აღნიშნულ თანხას არც სახელმწიფო და არც ბიზნესი არ უნდა იხდიდეს.

,,ჩვენ გაცილებით უკეთესად ვთვლით და უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე ის შვეიცარული კომპანია, რომელიც შეცდომებით თვლის. ეს არის შეცდომა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტს ვაფიქსირებთ წარმოებაში და უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე ის აფიქსირებს. მათი საქმიანობა ხარვეზიანია. ეს არ არის ტექნოლოგიური პროცესის თანმხვედრი დანადგარი. ჩვენი ტექნოლოგიური პროცესები არის უფრო სწრაფი, ვიდრე ეს დანადგარია. ზედმეტი რგოლია ჩართული სრულყოფილებაში. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში სახელმწიფო მიხვდება, რომ ეს არის ზედმეტი რგოლი''-აცხადებს თემურ ჭყონია ,,საქმის კურსთან''.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ბიზნესს დაჰპირდა, რომ მარკირების საფასურს მომავალ წელს ისევ ბიუჯეტიდან გადაიხდიან, თემურ ჭყონია ამბობს, რომ რისკი იმისა, რომ ეს გადასახადი ადრე თუ გვიან ბიზნესს დააწვება, დიდია.

,,გარანტია არ გვაქვს თუ ვის მოუწევს ადრე თუ გვიან ამის გადახდა. თუ ბოლოს ბიზნესის გადასახდელი გახდა ეს იქნება ყველაზე დიდი გადასახადი ბიზნესისთვის, რაც არსებობს საგადასახადო ურთიერთობაში ჩვენ და სახელმწიფოს შორის. ეს ერთ-ერთი დიდი გადასახადია და რატომ იხდის სახელმწიფო ჩემთვის გაუგებარია. თუ ეს გადასახადი ჩვენ დაგვაკისრეს, წლის განმავლობაში 2,5 მილიონ ლარამდე გადახდა შეიძლება მოგვიწიოს''-აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ,,სიქპას'' მარკირების აპარატის ხარვეზებით მუშაობა საკმარისი არგუმენტი უნდა იყოს იმისთვის, რომ მთავრობამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულებას გადახედოს. ,,სიქპას'' ხარვეზებით მუშაობის შესახებ საქმის კურსშია ფინანსთა სამინისტროც, თუმცა როგორც ბიზნესმენი ამბობს, მათი მხრიდან რეაგირებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

,,როგორც ვიცი 2010 წელს დადებული ხელშეკრულება ითვალსიწინებს საჯარიმო სანქციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დანადგარები სრულყოფილი არ არის ამიტომ შეგვიძლაი ყოველთვის რაღაც სწორი მიმართულებები ვნახოთ, რომ ეს არ იყოს ზედმეტი გადასახადი. აბსოლიტურად ზედმეტი გადასახადია ყველასთვის''-განუცხადა ,,საქმის კურსს'' თემურ ჭყონიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day