Home
Category
TV Live Menu

ჭყონია: რაც "მაესტრომ" გააკეთა საშინელებაა, ბიზნესის თვალსაზრისით ეს დიდი შეცდომაა

575954cd1e5d6
BM.GE
09.06.16 15:33
1099
ტელეკომპანია "მაესტროს“ მიერ "ბიზნესკონტაქტის“ და "საქმიანი დილას“ თანამშრომლებისთვის საქმიანი ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილებას აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
 
"ჩემი აზრით ეს იყო საშინელება, რაც გააკეთა მაესტრომ. ინფორმაციულობით, საინტერესო შეხედულებებით, გადაცემაში იწვევდნენ არამხოლოდ ცნობად სახეებს რაც მიRებულია ტელევიზიებში, არამედ იწვევდნენ ფერმერებს, ჩვეულებრივ ბიზნესმენებს რაიონებიდან, ქალაქებიდან და ძალიან საინტერესო გადაცემა იყო.

თუ ვთქვათ რეიტინგის თემა აიტერესებთ, ბიზნესის თვალსაზრისით ეს იყო დიდი შეცდომა და მცდარი, სერიოზული რეიტინგი ჰქონდა გადაცემას. "ბიზნესკონტაქტის“ გარშემო ჩვენ ბიზნეს წრეებში ხშირად გვქონდა სერიოზული მსჯელობა. ეს შეცდომაც კი არ არის, არის გამჩენის მასხრად აგდება.

ყველა ბიზნესმენი ვინც იცოდა, რომ "ბიზნესკონტაქტში“ იღებდა მონაწილეობას წინასწარ ემზადებოდა და ყალიბდებოდა და ა.შ.

საერთოდ, როდესაც ესეთი საინტერესო გადაცემები უქმდება ცუდი ეჭვები ჩნდება, რომ სუბიექტური ინტერესებია", - განაცხადა ჭყონიამ.

„ბიზნესკონტაქტის" გუნდი ყველა პირს მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day