Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა

BM.GE
23.10.21 00:43
638
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე
ვაქცინირებულია.ვაქცინაციის მხარდაჭერისა და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ევექსი ჰოსპიტლებმა ქსელში შემავალ სამედიცინო ცენტრებს შორის ერთგვარი გამოწვევა წამოიწყო, რომელიც „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსის მინიჭებას იმ ცენტრისთვის გულისხმობს, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული. კამპანიის ფარგლებში 80%-იანი ზღვარი უკვე გადალახეს და "მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი მიენიჭათ ფოთის ჰოსპიტალსა (96%) და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს (83%). ინფორმაციისთვის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ პირველი ინფიცირებული პაციენტი 2020 წლის ოქტომბერში მიიღო. კლინიკამ გასული წლიდან დღემდე სულ 4 000-ზე მეტი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გაატარა.

Subscribe to our news

Get the main news of the day