დასავლეთ საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასრულდა. როგორც ციტრუსის შტაბში BM.GE-ს განუცხადეს, ბოლო მონაცემებით, ექსპორტზე 13 569 ტონა მანდარინი გავიდა, რაც 6 213 ტონით შემცირებული მაჩვენებელია 2016 წელთან შედარებით. გადამამუშავებელმა საწარმოებმა მიმდინარე სეზონზე 8 320 ტონა არასტანდარტული მანდარინი გადაამუშავეს, რაც 6 580 ტონით ჩამორჩება 2016 წლის მაჩვენებელს.
2017 წლის საექსპორტო ბაზრების ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი (34 075 ტონა), რუსეთი (15 222 ტონა), სომხეთი (2445 ტონა), უკრაინა (5132 ტონა) და ყაზახეთი (153 ტონა).
ციტრუსის მცირე ნაწილის ექსპორტი განხორციელდა ასევე კატარში, ლიტვასი, პოლონეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.