CNN-ის ჟურნალისტებმა მათი სტატიის ვებგვერდიდან წაშლის გამო გამოცემა დატოვეს. საუბარია მასალაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის საინვესტიციო ფონდს შორის კავშირზე იყო ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც სტატია CNN-ის საიტიდან წაიშალა, სამმა რეპორტიორმა სამსახური დატოვა.
როგორც CNN-ში აღნიშნავენ, ტექსტი ვებგვერდზე გამოქვეყნებმადე რამდენიმე ეტაპს გადის, მათ შორის ფაქტების შემოწმებას, ექსპერტიზას და ა.შ. CNN-ის ინფორმაციით, ეს პროცესი ამ შემთხვევაში სრულად არ წარიმართა, რაც არასწორია.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტექსტის წაშლა მის სიმცდარეს არ ნიშნავს.
შედეგად, გამოცემა დატოვეს: ტომას ფრენკმა, რომელსაც 30-წლიანი სტაჟი აქვს. New York Times-ის ვეტერანმა ჟურნალისტმა და პულიცერის პრემიის ლაურეატმა ერიკ ლიჰტბლაუმ და ლექს ჰარისმა, რომელიც გამოცემაში 2001 წლიდან მუშაობდა.