Home
Category
TV Live Menu

CNN Money: 2009 წლის შემდეგ პირველად სამხრეთ აფრიკა რეცესიაში შედის

5936acc5602c6
BM.GE
06.06.17 17:28
1236
2009 წლის შემდეგ პირველად სამხრეთ აფრიკა რეცესიაში შედის. CNN Money-ს ცნობით, აფრიკის მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა 2017 წლის პირველ კვარტალში 0,7% შემცირდა, რისი მიზეზიც ვაჭრობისა და წარმოების შემცირება გახდა. გამოცემის ცნობით, ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსები გააკვირვა, რამდენადაც 2016 წლის ბოლო 3 თვეში ეკონომიკის 0,3%-იანი შემცირების შემდეგ, ზრდას ელოდებოდნენ.

CNN Money წერს, რომ რეცესიის ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის პოლიტიკური არასტაბილურობა. ორეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ ფინანსთა მინისტრი და რამდენიმე სხვა მინისტრი აპრილში გაათავისუფლა, რამაც ეკონომიკური არასტაბილურობა შექმნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day