ავიაკომპანია Ryanair ბრიტანული ფუნტის გაუფასურების შემდეგი მსხვერპლია - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას cnn money. ევროპის ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანია აცხადებს, რომ ფუნტის დაცემის გამო მისი წლიური შემოსავალი დაგეგმილზე 5%-ით ნაკლები იქნება. კომპანიას შემოსავლების ნაწილი ევროში აქვს განთავსებული, თუმცა, შემოსავლების მეოთხედზე მეტი ფუნტებში. ფუნტი ევროსთან მიმართებით ბოლო პერიოდში 15%-ით დაეცა, ამერიკულ დოლართან მიმართებით კი 19%-ით.
Ryanair ევროპის ყველაზე პოპულარულ ავიაკომპანიად მიმდინარე წლის ივნისში დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბრექსიტს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება სერიოზულ რისკებს შეიცავს.