Home
Category
TV Live Menu

CNN Money: ბრიტანელი ახალგაზრდების უმრავლესობა BREXIT-ის შედეგად ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება

58590811bfc8a
BM.GE
21.12.16 13:10
1021
ბრიტანელი ახალგაზრდების უმრავლესობა BREXIT-ის შედეგად ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას ელოდება. ასეთია CNN-ის კვლევა, რომელიც მედიასაშუალებამ ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მაშინ, როდესაც 35 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბრიტანელები Brexit-ის შედეგად სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან, ასაკში შესული ადამიანები მეტად დარწმუნებულები არიან ფინანსურ სტაბილურობაში.

18-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანების 61% და 25-დან 34-წლამდე ასაკის ადამიანების 50% მიიჩნევს, რომ ფინანსური მდგომარეობა ქვეყანაში ბრექსიტის შედეგად გაუარესდება. ამის საპირისპიროდ 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების მხოლოდ 38%-ს მიაჩნია, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების რეფერენდუმში BREXIT-ს სწორედ ასაკში შესულმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი, ახალგაზრდები კი ევროკავშრის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day