Home
Category
TV Live Menu

CNN Money: იაპონიას სამუშაო ძალა სჭირდება და ვერ პოულობს

592d6c5313af7
BM.GE
31.05.17 12:00
815
იაპონიას სამუშაო ძალა სჭირდება და ვერ პოულობს,- ამის შესახებ სტატიას CNN Money აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანას იმაზე მეტი სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე სამუშაო ძალა. იაპონიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაკლებობამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

იაპონიაში თითო ადამიანზე 1,48 სამუშაო ადგილი მოდის. ეს უმაღლესი მაჩვენებელია 1974 წლის შემდეგ, როდესაც თითოეულ ადამიანზე 1,53 სამუშაო ადგილი მოდიოდა.

გამოცემა იაპონიის ეკონომიკის მდგომარეობას დადებითად აფასებს. როგორც იაპონელი ეკონომისტი მარსელ თიელიანტი აცხადებს, რომ სამუშაო ძალას ნელ-ნელა ხანშიშესული ადამიანები და ქალები ემატებიან, რომლებიც აქამდე არ აქტიურობდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day