ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის დაცვა ნიუ-იორკის ბიუჯეტს დღეში 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უჯდება. CNN-ის ინფორმაციით, სასწავლო წლის დასრულებამდე პრეზიდენტის მეუღლე მელანია ტრამპი და მათი 10 წლის ვაჟი ბარონი ცხოვრებას მანჰეტენზე Trump Tower-ში განაგრძობენ. დონალდ ტრამპი კი გეგმავს, საკუთარ სახლს რეგულარულად ეწვიოს. დასახელებულ თანხაში პოლიციის მიერ ტრამპის უკვე ზრდასრული შვილებისა და შვილიშვილების დაცვაც შედის, რომლებიც ასევე ნიუ-იორკში ცხოვრობენ.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების დაცვა ნიუ-იორკს განსაკუთრებით ძვირი უჯდება, რადგან ისინი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში ცხოვრობენ.