Home
Category
TV Live Menu

CNN: თბილისი სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებაა

5a57167f04a94
BM.GE
11.01.18 11:46
591
CNN 2018 წლის მსოფლიოს 7 განსაკუთრებით საინტერესო ქალაქს ასახელებს. მათგან ერთ-ერთი კი თბილისია.

გამოცემა წერს, რომ ბოლო წლებში თბილისი მოდისა და ხელოვნების ჰაბად იქცა. ამასთან, cnn აღნიშნავს, რომ თბილისის ახლადარჩეული მერის, ყოფილი ფეხბურთელის კახა კალაძის პრიორიტეტები მომდევნო წლისთვის ქალაქში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისი საუკეთესო ადგლია ელექტრონული მუსიკის, მოდის კვირეულების და ღვინის მოყვარულებისთვის. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს დევიდ ლინჩიც ეწვია.

თბილისთან ერთად რეიტინგში მოხვდა ტოკიო, პარიზი, ტორონტო, ომანი, სან მიგუელი (მექსიკა).


Subscribe to our news

Get the main news of the day