ფრანგული ჯგუფი რომელიც პრემიუმ–კლასის ბრენდებს Gucci, Yves Saint Laurent, Balenciaga და სხვებს ფლობს, ჩინურ ინტერნეტ-გიგანტს საკუთარი სავაჭრო ნიშნით პროდუქციის გაყიდვაში ადანაშაულებდა, თუმცა კომპანია Alibaba-ს წინაააღმდეგ დამარცხდა.
Alibaba უმსხვილესი ჩინური ჰოლდინგია, რომელიც ჩინეთში ონლაინ ვაჭრობის 80%–ს აკონტროლებს.
მანჰეტენის სასამართლომ ჩინურ კომპანიას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მიხედვით, ცნობილმა ბრენდებმა საჭირო მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლეს.
ტანსაცმლის მწარმოებლებმა ბრალი ერთდროულად Alibaba-ს რამდენიმე სავაჭრო პლატფორმას დასდეს, ესენია: AliExpress, Taobao, Tmall. მაგალითად, Louis Vuitton-მა თავისი ყალბი საქონლის გაყიდვაში სამი მეწარმე ერთად დაადანაშაულა.
თავად Alibaba კი მუდმივად ამბობს, რომ ყალბი პროდუქციის წინააღმდეგ იბრძვის და ამ მხრივ სოლიდურ ფინანსურ რესურსსაც იყენებს.
ივლისში Alibaba-მ სისტემა IP Joint-Force System ჩაუშვა, რომელიც ბრენდს საშუალებას აძლევს ყალბი ნიშნის გამოაშკარავების შემთხვევაში ის ვებ-გვერდიდან აიღოს.
ივლისში Alibaba-მ სისტემა IP Joint-Force System ჩაუშვა, რომელიც ბრენდს საშუალებას აძლევს ყალბი ნიშნის გამოაშკარავების შემთხვევაში ის ვებ-გვერდიდან აიღოს.