Coca-Cola და SSC Napoli ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე შეთანხმებას ადასტურებენ
BM.GE
14.06.23 14:34
• 101
ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, Coca-Cola და საფეხბურთო კლუბი Napoli ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას გამოსახულებით Coca-Cola-ს ბოთლების წარმოებაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებული გამოშვების, ბოთლები მხოლოდ საქართველოშია ხელმისაწვდომი მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე და უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მხარდაჭერის პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წელს საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ეს არის კლუბ Napoli-ის და კომპანია Coca-Cola-ს პარტნიორობის რიგით მეორე დადასტურება, რომელიც გასული წლიდან კლუბის გლობალური პარტნიორია.