Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#COVID19​-ის გავლენა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე

BM.GE
01.04.21 12:52
345
საქსტატმა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის შესახებ პირველი ტალღის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა იუნისეფმა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში შინამეურნეობების 53%-ს საშუალო თვიური შემოსავლები შეუმცირდა. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 51.1 პროცენტს, ხოლო სოფლად - 55.5 პროცენტს შეადგენს.

შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად COVID-19 და მასთან დაკავშირებული ისეთი გარემოებები სახელდება, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის დახურვა, (31.9%), კომპანიის/ბიზნესის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება (23.2%), და შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ბიზნესის დახურვა (15.8%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (7.0%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.9%).

სტუმარი: ქეთი მელიქაძე - გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი


Subscribe to our news

Get the main news of the day