Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Covtest.ge - პლატფორმა, რომლის ღირებულება ნახევარ მილიონს ასცდა - ნინული ახვლედიანი ნარატივში

BM.GE
05.04.21 13:18
418

„ტესტირებაზე მოთხოვნა გაზრდილია როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული მიმართულებით“ - covtest.ge-ის თანადამფუძნებელი ნინული ახვლედიანი „ქალების ნარატივში“

 

-როგორ დაიბადა Covtest.ge-ს შექმნის იდეა?

-3 მეგობარი ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ შეგვეძლო ადამიანებისთვის კოვიდზე ტესტირების სერვისი გაგვემარტივებინა, გადავწყვიტეთ შეგვქმნა ვებგვერდი, სადაც მარტივად, ინფორმაციის შეყვანით დავაკავშირებდით ადამიანებს ლაბორატორიებთან. ლაბორატორიიდან კი მათთან მივიდოდნენ ერთი საათის განმავლობაში, ძალიან სწრაფად. პასუხი კი 24 საათში დაბრუნდებოდა, ამას არ სცილდება. აღვნიშნავ, რომ კოვიდზე ტესტირების ჩატარების დინამიკა დადებითია, მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული თვალსაზრისით. ინდივიდუალურის ზრდას ვუკავშირებ იმ ფაქტორს, რომ იმისთვის, რომ ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადაადგილდე, საჭიროა ტესტი გქონდეს, ან აცრილი იყო. 

 

-საფასო პოლიტიკა როგორია?

-სტარტაპმა ფუნქციონირება დეკემბერში დაიწყო, 3 დღეში გავაკეთეთ ვებგვერდი, ბიზნესისთვის საწყისი თანხა კი 700 ლარს შეადგენდა. იმ პერიოდში, PCR ტესტზე საბაზრო ფასი იყო 180 ლარი, ჩვენთან კი მისი ღირებულება 130 ლარია. ასევე დაგვემატა სწრაფი ტესტები ანტისხეულებზე, რომლის ღირებულებაც 60 ლარია, რაც შეეხება სწრაფ ტესტს ანტიგენზე, მისი ღირებულება 70 ლარია. ასევე გვაქვს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული და რეკომენდებული ანალიზების ტესტირების სერვისი. პაკეტი ღირს 126 ლარი.  აქ შედის: სისხლის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილა, D-დიმერი, კოაგულოგრამა. ამის პაკეტი ღირს 126 ლარი. მომხმარებლებს მხოლოდ ტესტებით უზრუნველვყოფთ, კონსულტაციას არ ვუწევთ. 

 

-რა არის თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი?

-პოლიტიკის მეცნიერები, თუმცა ახლა სხვა მიმართულებით ვმუშაობ. დასაქმებული ვარ „აჭარა ჯგუფში“ და აღვნიშნავ, რომ ამ კომპანიაში მგულშემატკივრობდნენ ჩემი სტარტაპის თვალსაზრისით. აღვნიშნავ, რომ “Covtest.ge”-ს ღირებულება უკვე 700 000 ლარია, არიან შესყიდვის მსურველებიც, მაგრამ არ ვაპირებთ გაყიდვას, ვაპირებთ განვითარებას. 

 

-მესამე ლოქდაუნის მოლოდინი ხომ არ გაქვთ?

-არაპროგნოზირებად რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა მგონია, რომ რეგულაციების დაცვის საშუალებით, მესამე ტალღის არიდება შესაძლებელია. რაც შეეხება ვაქცინაციას, მგონია, რომ ამ თემაზე სწორი ინფორმაციის მიწოდებაა მნიშვნელოვანი.    

 

-საქართველოში სამუშაო გარემოს თვალსაზრისით, რა პრობლემებს ხედავთ?

-კარგი იქნებოდა, საქართველოში ადამიანები დროის მენეჯმენტს უკეთ ახერხებდნენ, ვფიქრობ, რომ მუშაობა, როგორც პროცესი, დამღლელი არ უნდა იყოს. უნდა იპოვო ის, რაც გაბედნიერებს. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს. ამ ეტაპზე, ჩემი მიზანია “30 under 30”-ში მოხვედრა.





სტუმარი: ნინული ახვლედიანი - covtest.ge-ის თანადამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day