Credit Suise-მა მილიონზე მეტი კლიენტი ახალ შვეიცარულ ბანკში გადაიყვანა. ბანკის ახალი შვილობილი კორპორატიულ კლიენტებზე იქნება პრიენტირებული, რომლებსაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი სწორედ Credit Suise-ში აქვთ დაცული. Reuters წერს რომ ამ ნაბიჯით ბანკი IPO-სთვის იწყებს მომზადებას.
Credit Suisse (Schweiz) AG დაახლოებით 20 მილიარდი შვეიცარული ფრანკის მოცულობის იქნება. Credit Suisse Group-ის ბაზრის კაპიტალიზაცია ამ დროისთვი 30 მილიარდ შვეიცარულ ფრანკს აღწევს. აქციების პირველადი შეთავაზებით შვეიცარული ბანკი 2 მილიარდი ფრანკიდან 4 მილიარდ ფრანკამდე მოზიდვას გეგმავს, აქციების 20-30%-ის გაყიდვით.