Home
Category
TV Live Menu

Credit Suisse-ის ყოფილი ხელმძღვანელი საკუთარ კომერციულ ბანკს გახსნის

5835557f5bda4
BM.GE
23.11.16 12:37
1089
ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბანკირი, შვეიცარიული ბანკის Credit Suisse Group ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბრეიდი დუგანი 2017 წელს 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით საკუთარი კომერციული ბანკის გახსნას გეგმავს, - საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, წერს The Wall Street Journal.
გამოცემა წერს, რომ ახალ ბიზნესს Scepter Partners-ის ინვესტორები უჭერენ მხარს. საკრედიტო ორგანიზაცია საინვესტიციო საბანკო და კომერციულ მომსახურებას შეუწყობს ხელს და ინვესტორებს სხვადასხვა დარგებში გაუწევს დახმარებას.

როგორც WSJ აღნიშნავს, ახალი ბანკის სახელი ჯერ ცნობილი არ არის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოტენციური ინვესტორების მხარდაჭერის მოპოვება Credit Suisse-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის რთული არ იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day