Home
Category
TV Live Menu

CSR კვირეულის ფარგლებში, ილიაუნიში საჯარო ლექცია გაიმართება

577d3ca00f56f
BM.GE
06.07.16 21:13
1011
7 ივლისს, 12:00 საათზე, CSR კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჩოლოყაშვილის 3/5, ვაკის პარკის პირდაპირ, E 207 აუდიტორია) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“, რომელზეც განხილული იქნებაკორპორაციული სოციალურიპასუხისმგებლობის არსებული ქართული პრაქტიკა და გაიმართება დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩვენს ქვეყანაში. ასევეიქნება საერთაშორისო პრაქტიკის და გლობალურ CSR რუკაზესაქართველოს ადგილის მიმოხილვა.

ლექციას გაუძღვებიან და დამსწრე სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოვლენ:არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ CSR მენეჯერი და გაეროს „გლობალური შეთანხმების“ საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი სალომე ზურაბიშვილი, „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი და „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის წევრი კახა მაღრაძე, „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია, „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგელობის მენეჯერი და მარკეტინგის დირექტორის მოადგილე რუსუდან კბილაშვილი, კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციის მენეჯერი ნინო სურვამა და კომპანია „სუფთა სამყაროს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხატია ალფაიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day