6 ივლისს, 14:00 საათზე, CSR კვირეულის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისში (გაგარინის #29ა) გაიმართება შეხვედრა თემაზე „შშმ პირების პრობლემები საქართველოში და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი“, რომელშიც „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრებთან ერთად, მონაწილეობას შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება ბიზნესის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების პერსპექტივებზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით დღეს საქართველოში. შშმ პირების ორგანიზაციები ისაუბრებენ, სხვადასხვა გამოწვევებსა და ასევე უპირატესობებზე, რაც თან ახლავს შშმ პირების დასაქმებას ორგანიზაციებში. ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები კი, საკუთარი გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრეებს ამ მიმართულებით განხორციელებული სოციალური პროექტების თაობაზე.
შეხვედრაზე სიტყვით შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვლენ:
სოფო ბალავაძე - „საქართველოს ბანკი
კახა მაღრაძე - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“
ანა თათულაშვილი -„სიცოცხლის ხე“
ნინი ტყემალაძე - „ჰაიდელბერგცემენტი კავკასუსი“
ნიკა ხოფერია - კომპანია „200-200“
გია ჯვარშეიშვილი - „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“
გიორგი ახმეტელი - „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“
შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.