Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის 760 000-ზე მეტი აქცია, ქველმოქმედებისთვის 95 მილიონ დოლარად გაყიდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, აქციების გაყიდვის ინიციატორი ცუკერბერგის ოჯახის ფონდები Chan Zuckerberg Initiative Holdings და Chan Zuckerberg Foundation იყო. ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულება 122.8 დოლარიდან 124.3 დოლარამდე მერყეობდა.
ცუკერბერგმა ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა იმის შესახებ, რომ მისი და მისი მეუღლის მფლობელობაში არსებული აქციების 99%-ს ქველმოქმედებაში ჩადებს. მას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, რაც ცუკერბერგმა აქციები გაყიდა. წყვილის ფონდი თანხებს განათლებასა და სამედიცინო სფეროში დებს.
ამ დროისთვის ცუკერბერგი IT-ტექნოლოგიების სფეროს ყველაზე მდიდარი ადამიანის ასეულში მესამე პოზიციას იკავებს, მისი ქონება 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.