Home
Category
TV Live Menu

ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც პროდუქტს ევროპაში ყიდის, სათამაშოების წარმოებას იწყებს

591c0e925589a
სალომე მეცხვარიშვილი
20.05.17 10:00
886
ცხოველების ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია, რომელიც პროდუქტს ევროპაში ყიდის, სათამაშოების წარმოებას იწყებს. საუბარია ნატურალური ხისგან დამზადებულ ნაწარმზე. კომპანია "ჯეო პროდაქტის" ხელმძღვანელი დავით ბარდაველიძე ამბობს, რომ სათამაშოები მათს დამკვეთებს საშობაოდ და სააღდგომოდ უნდა მიაწოდონ, თუმცა, საუბარია, საკმაოდ დიდ შეკვეთაზე, ამიტომ კომპანია მუშაობის დაწყებას უკვე შემდეგი კვირიდან გეგმავს.

"გერმანულ სუპერმარკეტების ქსელ ALDI-სთან გვაქვს კონტაქტი, არის აქსესუარებზე, ბავშვის ველოსიპედებზე დაკვეთები. ქარხნის პოტენციალმა მოიტანა, რომ არამარტო ცხოველურ ავეჯზე დავრჩეთ, არამედ ახალი ხაზები დავამატოთ",- აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მისი ინფორმაციით, სათამაშოების დასამზადებლად ნედლეული არის ძირითადად ხე, რომელიც ბელორუსიიდან შემოვა, დამხმარე მასალები საქართველოში იწარმოება.
დავით ბარდაველიძის თქმით, დაინტერესება არის სხვა ქვეყნებიდანაც. „ჯეო პროდაქტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული ცხოველების ავეჯით დაინტერესებულია იაპონია და ამერიკა. დავით ბარდაველიძის განცხადებით, მსგავს ავეჯს ჩინეთიც აწარმოებს, თუმცა, მათგან განსხვავებით ქართულ პროდუქციას ბევრად მაღალი ხარისხი აქვს.

"სიმძლავრეებს ვზრდით იმისთვის, რომ დავაკმაყოფლოთ მოთხოვნა. წინა წელთან შედარებით 500%-იანი ზრდა გვაქვს, წელს ველოდებით 45%-50%-იან ზრდას. ეს მოითხოვს სიმძლავრეების გაზრდას",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day