Home
Category
TV Live Menu

ცხოვრების საუკეთესო ხარისხის მქონე ქალაქების ტოპ 10 - Deutsche Bank

5992db75ba222
BM.GE
15.08.17 16:11
931
უმსხვილესი გერმანული ბანკი Deutsche Bank თავის ყოველწლიურ ანგარიშს Mapping the world's prices აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს მასშტაბით დიდი ქალაქების მომსახურებისა და საქონლის ფასებია მითითებული. ბანკმა მიმდინარე წელს თავის ანგარიშში პირველად ჩართო ისეთი პარამეტრი, როგორიც ცხოვრების ხარისხია.

Deutsche Bank-ის კვლევამ მსოფლიოს მასშტაბით 47 ქალაქი მოიცვა და ისინი 8 პარამეტრის მიხედვით შეაფასა. მათ შორის, იყო პოლიტიკური და სოციალური, ეკონომიკური, სოციო–კულტურული გარემო, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, უსაფრთხოება, ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, გადაადგილების შესაძლებლობა და ა.შ.

კვლევის ზოგადი ტენდეციით, შედარებით უფრო განვითარებული ქალაქები ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია განთავსებული.
წარმოგიდგენთ Deutsche Bank-ის კვლევის მიხედვით მსოფლიოს 10 ქალაქს, სადაც ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხია:

1. უელინგტონი - ახალი ზელანდიის დედაქალაქი
2. ედინბურგი - შოტლანდიის დედაქალაქი
3. ვენა - ავსტრიის დედაქალაქი
4. მელბურნი - ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქი
5. ციურიხი - შვეიცარიის უდიდესი ქალაქი
6. კოპენჰაგენი - დანიის დედაქალაქი
7. ოტავა - კანადის დედაქალაქი
8. ბოსტონი - მასაჩუსეტსის თანამეგობრობის დედაქალაქი აშშ-ში
9. ამსტერდამი - ნიდერლანდების დედაქალაქი
10. სიდნეი - ავსტრალიის ყველაზე დიდი ქალაქი
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ოცეულში ასევე მოხვდნენ: ჰელსინკი, ბერლინი, ოკლენდი, ტორონტო, ლისაბონი, მადრიდი, კეიპტაუნი, სან-ფრანცისკო, პრაღა და სტოკჰოლმი

Subscribe to our news

Get the main news of the day