ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცხრა ჰიდროელექტროსადგურის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შემცირდა, ერთის - გაიზარდა. ახალი ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.
უფრო კონკრეტულად, "ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული 9 ჰიდროელექტროსადგურიდან, 8-ის შემთხვევაში 2017 წლის ტარიფები შემცირდა, ხოლო ერთის - აწჰესის გაიზარდა. ასევე შემცირდა "ზაჰესის" ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფი.
სემეკის გადაწყვეტილებით, აწჰესის მოქმედი ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი იყო, 2017 წელს 5.865 თეთრი იქნება; რიონჰესი - 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი იყო, 2017 წელს - 3.301 თეთრი იქნება; საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი; ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი; ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი; გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი; ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი; შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი; ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.
რაც შეეხება "ზაჰესს", რომლის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაც სემეკის მიერ ასევე დღეს მოხდა, ამ შემთხვევაშიც მოქმედი ტარიფი იყო 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი.