Home
Category
TV Live Menu

"დააწინაურეთ ქალები და იცეკვეთ სტეპი სამსახურში" - ბაფეტის 3 რჩევა წარმატების მისაღწევად

577fec4537f66
BM.GE
08.07.16 22:05
1351
რამოდენიმე კვირის წინ, ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა, Goldman Sachs-ის ღონისძიებაზე „10 000 მცირე ბიზნესი“ შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის რამდენიმე გზა დაასახელა.

ბაფეტის რჩევებს გამოცემა entrepreneur გვთავაზობს.

1. დააწიანურეთ ქალები

ბაფეტმა აქცენტი იმ ფაქტზე გააკეთა რომ წლების განმავლობაში, ამერიკაში ქალებს არ ეძლეოდათ საშუალება ისეთივე განვითარების, როგორც ეს მამაკაცებს შეეძლოთ, რამაც ამერიკის განვითარებაზე მისი თქმით, ნეგატიური გავლენა იქონია.

"ეს ზურგს უკან ხელშეკრული ადამიანის თამაშს გავდა", - განაცხადა ბაფეტმა. მან საკუთარი ორი დის მაგალითიც მოიყვანა, რომლებიც მისი თქმით, ინტელექტით არ ჩამოუვარდებოდნენ, ამასთან კარგი გარეგნობაც ჰქონდათ, მაგრამ „იძულებულები იყვნენ გათხოვილიყვნენ ადრეულ ასაკში, - და თან გათხოვილიყვნენ კარგად“.

"ჩვენი საკმაოდ სერიოზული 6 კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქალია. შედარებით დაბალი დონის დირექტორებიდან, კი 5-დან 2 ქალბატონია და ეს ციფრი გაიზრდება", - ამბობს ბაფეტი.

2. ასიამოვნეთ თქვენს მომხმარებელს

მეორე რჩევა, რომელსაც ბაფეტი დამწყებ მეწარმეებს აძლევს კლიენტებთან უერთიერთობას ეხება. 85 წლის ინვესტორი ამბობს: „აღაფრთოვანეთ თქვენი მომხმარებლები, - შეგიძლიათ ეს სიტყვები სარკეზე დაიწეროთ, რომ ყოველ დილით დაინახოთ“.

3. იმხიარულეთ

"85 წლის ასაკში სამსახურშის ყოველდღე სტეპს ვცეკვავ", - განაცხადა ბაფეტმა. „უნდა იპოვოთ თქვენი გატაცება, ყოველდღიური მუშაობის დროს იმის კეთება რაც გიყვართ, გამხიარულებთ და მეტ შესაძლებლობას გაძლევთ", - ამბობს ბაფეტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day