Home
Category
TV Live Menu

დაბალბიუჯეტიანმა Pegasus-მა აზერბაიჯანის ბაზარი დატოვა

57f4b8aa78735
BM.GE
05.10.16 12:10
1167
დაბალბიუჯეტიანმა თურქულმა ავიაკომპანიამ Pegasus აზერბაიჯანის ბაზარი დატოვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

ფრენების შეჩერების მიზეზებზე Pegasus-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში არ საუბრობენ. თუმცა, მანამდე ადგილობრივმა წარმომადგენლობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფრენები არარენტაბელურია დაბალი მოთხოვნის გამო.

თურქული ავიაკომპანია გაბალის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის გოგჩენის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა ფრენებს. ფრენები მიმდინარე წლის 18 მარტს დაიწყო და ბოლო რეისი 30 სექტემბერს შესრულდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day