„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიში
BM.GE
16.12.20 08:49
• 577
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ვირტუალურ ფორმატში საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ფონდის მიერ 655 000 ლარით დაფინანსდა 84 დაჭრილი მებრძოლი: ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები.
საგულისხმოა, რომ ფონდს არ შეუჩერებია თავისი საქველმოქმედო საქმიანობა არც პანდემიის პირობებში, უფრო მეტიც, ასეთ ყველასათვის რთულ დროს ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს.