Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2022 წლის შედეგები

BM.GE
21.12.22 11:11
150
“სილქნეტის” მიერ დაფუძნებული - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“, 2018 წლიდან დღემდე 2 300 000 ლარამდე თანხის მობილიზება შეძლო. თანხა ასობით დაჭრილი ვეტერანის და მათი არასრულწლოვანი შვილების ისეთ საჭიროებებზე დაიხარჯა, როგორებიცაა: ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეებისთვის და პროფესიული გადამზადება. ფონდის მიზანია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მხარში დაუდგეს. 

წლების განმავლობაში ფონდის საქმიანობაში “სილქნეტმა” არაერთი ქართული და უცხოური კომპანია, ორგანიზაცია და ინდივიდუალური შემომწირველები შემოიერთა. თავად “სილქნეტი” ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” დღეს ტრადიციულ წინასაახალწლო საქველმოქმედო გალა ვახშამს მართავს, რომელსაც დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და სამხედრო ატაშეები, ბიზნეს სექტორი და ასევე ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე ფონდის გამგეობა საზოგადოებას განვლილი წლის ანგარიშს წარუდგენს და სამომავლო ხედვებსაც გააცნობს. 

დაარსების დღიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ეძებს თანამშრომლობის გზებს სხვადასხვა უცხოურ საქველმოქმედო ფონდებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან თავიანთ ქვეყნებში, კერძოდ კი ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. ამ თანამშრომლობის მიზანი მათი მდიდარი გამოცდილების გაზიარება და ფონდის ცნობადობის ამაღლებაა. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის მაგალითია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და მისი ელჩის, მარკ კლეიტონის ინიციატივა. 

სტივენ ქუონთრილი - მეთაური, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტი, ბრიტანეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში;


Subscribe to our news

Get the main news of the day