Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2020 წლის ანგარიში წარადგინა

BM.GE
15.12.20 23:23
581
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ვირტუალურ ფორმატში საქველმოქმედო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ღონისძიების მასპინძლებმა - ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და ფონდის დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა; ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდამჭერები და მეგობრები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და სამხედრო ატაშეები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრები, “ქალთა ასოციაცია და საზოგადოების” წარმომადგენლები და სხვა დამსწრეები. ფონდის გენერალური დირექტორის, დავით მამულაიშვილის თქმით, ფონდის მიერ 655 000 ლარით დაფინანსდა 84 დაჭრილი მებრძოლი: ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები. ფონდის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, დაფინანსდა: ოპერაციები, საზღვარგარეთ მკურნალობა, არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, რეაბილიტაციის კურსი, სასწავლო კურსი პროფესიული გადამზადების მიზნით და სამედიცინო მომსახურება. შეგახსენებთ, რომ “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” კომპანია “სილქნეტმა” 2018 წლის ზაფხულში დააფუძნა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2021 წელს ფონდი გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, რისთვისაც კომპანია „სილქნეტი“ ფონდში შემოსულ შემოწირულობებთან ერთად 300 000 ლარს გაიღებს.
SHOW LESS
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day