Home
Category
TV Live Menu

"დადგა დრო, რომ სახელმწიფო, კომპანიები და მედია აღარ ლაპარაკობდეს მხოლოდ გლეხის პრობლემებზე"

57ab19bdb8c3f
BM.GE
10.08.16 16:09
1069
"ალბათ დიდი ხანია დადგა დრო, რომ არც სახელმწიფო, არც კომპანიები, არც მედია აღარ ლაპარაკობდეს მხოლოდ გლეხის პრობლემებზე", - ამის შესახებ კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა. მისი თქმით, მევენახეების კეთილდღეობა დამოკიდებულია ღვინის კომპანიების კეთილდღეობაზე, რაც თავის მხრივ ღვინის სტაბილურ გაყიდვებზეა დამოკიდებული.

"თუ ღვინის კომპანიებს, კრიზისიდან გამომდინარე რეალიზების მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ, ეს ბუნებრივად ამცირებს მოთხოვნას ყურძენზე. ზედმეტი ყურძნის შეძენა კომპანიების მხრიდან მხოლოდ ძალდატანებით შეიძლება. ამის გარკვეული გამოცდილებაც გაგვაჩნია, რამაც არანაირი სიკეთე არ მოიტანა.
კომპანიები იმდენ ყურძენს იყიდიან რამდენიც მათ სჭირდებათ მარაგების შესავსებად.

ყურძნის შეძენა არის დამოკიდებული ღვინის გაყიდვებზე, ღვინის გაყიდვები კი დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day