Home
Category
TV Live Menu

დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმროს მშენებლობაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდება

56d9af8583614
BM.GE
04.03.16 19:52
1136
დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ზუგდიდის მერიამ სასტუმროს მშენებლობაზე ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა აუქციონში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. აუქციონის მიზანი ქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იყო. ქალაქის მერია უახლოეს პერიოდში აღნიშნული ტერიტორიის აუქციონზე გატანას ისევ გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day