Home
Category
TV Live Menu

დაფინანსებული სტარტაპების ნაწილს სახელმწიფო სილიკონის ველზე წარადგენს

573af456bc87e
BM.GE
17.05.16 14:33
1191
საქართველოში სტარტაპების დაფინანსება იწყება. როგორც ცნობილია პირველ ეტაპზე პროექტისთვის 35 მილიონი გამოიყოფა და მას საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებენ.

როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთო კასრაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სახელმწიფოს როლი სტარტაპების დაფინანსებაში გაცილებით მეტი იქნება ვიდრე გაჟღერებული 35 მილიონი. კასრაძის განცხადებით, დაფინანსებული სტარტაპებიდან საუკეთესოები სილიკონის ველზე გაემგზავრებიან, რასაც ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფბს და ამისთვის დამატებით თანხას გამოყოფს. მისივე თქმით, განაცხადბის სელექციას სილიკონის ველიდან მოწვეული ვენჩურული ინვესტორები განახორციელებენ, რომლებიც გარკვეულწილად მენტორობასაც გაუწევენ შერჩეულ სტარტაპებს.

"სახელმწიფო ყველა განვითარებულ ქვეყანაში აფინანსებს სტარტაპებს. დღეს სტარტაპების სისტემა ყველაზე კარგად ამერიკის შეერთებულ შტატებშია განვითარებული. ძალიან ბვრია კერძო კაპიტალი, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიცია პირველ ეტაპზე იქ დღესაც საჭიროა. აშშ-იც ეს ნაბიჯები ეტაპობრივად გადაიდგა, დაფინანსევბაც ეტაპობრივად გაიზარდა, ქვეყანაში ინოვაციური სტრატაპების დაფინანსებას ეკონომიკური ეფექტი ჰქონდა. მნიშვნელოვანია განათლების რეფორმაც, რათა ის იყოს ადეკვატური იმ გამოწვევების რაც დღეს საქართველოს აქვს", - განაცხადა კასრაძემ.

მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევრებიც იყვნენ ჩამოსულები, რომლებმაც საქართველოში არსებული კვლევითი ორგანიზაციები მოინახულეს და ის პროექტები გამოავლინეს, რომლის კომერციალიზაცია გლობალურ ბაზარზეა შესაძლებელი.

"ძალიან ბევრი ტექნოლოგია საქართველოში დღეს უნივერსტეტებშია შექმნილი, თუმცა მათი კომერციალიზაცია არ ხდება და დაკონსერვებულია უნივერსიტეტებში. ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური პოტენციალის მქონე პროექტებზე. ფულთან ერთად დღეს ძალიან აქტუალურია ის რომ ამ ფულს მიყვება ცოდნა, გამოცდილება, რომელიც ინოვაციურმა სტარტაპებმა უნდა მიიღონ.

სახელმწიფო ბიუროკრატია არ იქნება აპლიკაციის გადარჩევის თუ გადაწყვეტილების მიღების პროცსში. კრიტერიუმები არის შემდეგი: ინოვაციურობა, გუნდის კვალიფიციურობა და პროდუქტის პოტენციალი.

ჩვენი მიზანია რომ ეს პროექტები გასცდეს საქართველოს და ექსპორტზე გავიდეს.

ინოვაციურ პროექტზებში ჩადებული ფული არის სარისკო კაპიტალი და სწორედ ამიტომ არის აქ საჭირო სახელმწიფოს მხარდაჭერა. ეს არის სარისკო, მაგრამ მოგების გენერირების თვალსაზრისით მათ დიდი პოტენციალი აქვთ", - განაცხადა კასრაძემ.

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო სტარტაპების დასაფინანსებლად განაცხადების მიღებას მომავალი თვიდან დაიწყებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day