Home
Category
TV Live Menu

"დაგეგმილი რეფორმები კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან კონცეფციის დონეზე უნდა გვქონდეს განხილული"

57a700976ddd2
BM.GE
07.08.16 13:40
1213
საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, საბჭოს პირველი სხდომა უკვე შედგა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საბჭოს შექმნის მიზანი ღია ეკონომიკური მმართველობის დამკვიდრებაა. როგორც გაგუამ "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, საჭო ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში ფართო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.

"მთავრობის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმები, სანამ გადაწყვეტამდე მივა, კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან კონცეფციების დონეზე უნდა გვქონდეს განხილული“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისი თქმით მსგავს რეფორმებს მიეკუთვნება საპენსიო რეფორმაც. საბჭოში სახელმწიფო სტრუქტურებიდან 12 ადამიანია წარმოდგენილი, ამდენივე კი კერძო სექტორიდან და სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებიდან.

"საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა ბიზნეს სექტორს მოუსმინოს და სწორედ მათ მიერ დანახულ პრობლემებზე მოხდეს მსჯელობა.

პირველი საბჭო გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც სტრუქტურირებულად ახალი საკითხების წამოყენება დაიგეგმა. საბჭოზე კერძო სექტორის მხრიდან თანათავმჯდომარე დაინიშნა თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირმა ხვედელიანი.

გვსურს რომ საბჭოს სხდომა კვარტალურად გაიმართოს. კვარტალური შეხვედრები კი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის საშუალებას მოგვცეს“, - ამბობს გაგუა. მისი თქმით ბიზნესს პრობლემური საკიტხის არსებობის შემთხვევაში საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება ასოციაციების მეშვეობით შეეძლება.

Subscribe to our news

Get the main news of the day