დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება - ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან მივიღეთ. დოკუმენტის თანახმად, სააგენტო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, რა პროცესშიც სააგენტო რეკომენდაციების მისაღებად საინვესტიციო საბჭოსაც მიმართავს. საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმში არ წერია უშუალოდ რა სახის ცვლილებების შეტანა არის კანონში დაგეგმილი.