დაიბეგრება თუ არა ფიზიკური პირი 18%-ით იმ შემთხვევაში თუ booking.com-ის საშუალებით ბინას გააქირავებს? ეს ის კითხვაა, რომელიც გასული უქმეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ხშირად ისმოდა. გაკეთდა არაერთი ინტერპრეტაციაც და განცხადებაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა ბინის გამქირავებლებს ამ მიმართულებით კითხვები მრავლად აქვთ, რადგან ყველა უწყებაში ერთი და იმავე კითხვის დასმისას ისინი განსხვავებულ პასუხიებს ისმენენ.