დაინიშნება თუ არა დავით ნარმანია ელჩად? - საგარეო უწყების განმარტება
BM.GE
11.10.17 13:56
• 936
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით ნარმანია გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ჯანელიძე ამბობს, რომ საკითხზე განხილვები დაწყებული ჯერ არაა. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ელჩის თანამდებობას ამ დროისთვის კვლავ ლადო ჭანტურია იკავებს.