წელს სასკოლო ექსკურსიების გამართვისას 150 კმ-იანი შეზღუდვა მოიხსნება. შეზღუდვა გახსოვთ ალბათ გასულ წელს მოსწავლეთა უსაფრთხოების მოტივით დაწესდა, წელს კი სკოლებს ნებისმიერი მიმართულებით ექსკურსიის მოწყობის უფლება მიეცათ. ამასთანავე, ძალაში რჩება ყველა ის რეკომენდაცია, რაც აქამდე იყო შემუშავებული. კერძოდ:ექსკურსიის ორგანიზატორი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც იგი გამოითხოვს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღის ადრე წარუდგენს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე ინფორმაციას ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების, პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვანები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და და სხვა დაუცველ ტერიტორიაზე.
ახალი მინისტრი და 1 წელი იყო საჭირო ამ მასშტაბური ცვლილების მიღებისთვის საჭირო, თუმცა ამის გარდა 20 მარტიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ რაც უწყების ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი ამილახვარი დაინიშნა, ცვლილებები შეეხო სასკოლო ასაკსაც. მომდევნო სასწავლო წლიდან სკოლაში იმ ბავშვებსაც მიღებენ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ. აქამდე ეს ზღვარი 1 ოქტომბერი იყო და როგორც ჯერ კიდევ კომიტეტის ხელმძღვანელობის დროს ამილახვარი აცხადებდა, ასაკობრივი ზღვარი სავარაუდოდ კიდევ გადაიწევს.
როგორ ფასდება მინისტრობიდან 1,5 თვე და ჰქონდა თუ არა ახალ მინისტრს კომუნიკაცია სექტორში მომუშავე ორგანიზაციებთან?
სტუმარი: შალვა ტაბატაძე - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების მკვლევარი;