დაკავებამდე ერთი თვის განმავლობაში 15-ჯერ დაიბარეს მერიაში და აიძულებდნენ, დაეთმო "მათე მოტორსის" შენობა. მასთან ნარმანიას ჰქონდა საუბარი,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში "მათე მოტორსის" დამფუძნებლის გელა ბარკალაიას ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განაცხადა.
"როგორც ბატონმა გელამ განმარტა, ფაქტობრივად მან ფირმა ფეხზე დააყენა. მას ჰქონდა 5 ათასი ელეტროავტომანქანის შემოყვანის და 5-სართულიანი პარკინგის შენობის აშენების. როგორც მან განმარტა, მას შლაკბაუმის დაყენების უფლებაც კი არ მისცა მერიამ ერთ-ერთ სამსახურთან",- აცხადებს "მათე მოტორსის" დამფუძნებლის გელა ბარკალაიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ.