Home
Category
TV Live Menu

"დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა" და "საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

58e77f22bd345
BM.GE
07.04.17 15:58
1142
მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან საქართველოში კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დასანერგად წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის სრულყოფისათვის; ბიზნეს წრეებთან, მასმედიასთან, პროფესიონალურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცნობადობის ამაღლებისათვისა და კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ; თანამშრომლობა ქართულ კომპანიებში დამოუკიდებელ დირექტორთა ინსტიტუტის დანერგვისათვის და ქვეყანაში „კორპორაციული მართვის კოდექსის“ მისაღებად. ასევე კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა; სტატიების და ინტერვიუების გამოქვეყნება მასმედიის საშუალებებში.

Subscribe to our news

Get the main news of the day