Home
Category
TV Live Menu

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 108 მგვტ სიმძლავრის "დარიალი ჰესი" იხსნება

58e79f9686340
BM.GE
07.04.17 18:15
961
8 აპრილს, სს „დარიალი ენერჯი“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ, 108 მგვტ სიმძლავრის “დარიალი ჰესს“ საზეიმოდ გახსნის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. პროექტს წარადგენენ სს „დარიალი ენერჯის“ და პროექტის ინვესტორი კომპანიების (შპს „ფერი“, შპს „ენერგია“, Robbins Company, EBRD) ხელმძღვანელი .

„დარიალჰესის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, მისი დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია. წლიური გამომუშავება 510 მლნ.კვტ/სთ. ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის მუნიციპატიტეტში მდინარე თერგზე განთავსდა.

დარიალი ჰესი იქნება ერთსაფეხურიანი, მდინარის დინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური. როგორც ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავდა, ამგვარი სტრუქტურა გამორიცხავს მდინარის ზედა ნაწილის დაგუბებას და ამცირებს მასთან ასოცირებული მშენებლობის მაშტაბებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას როგორც მოკლევადიან, ასვეე გრძელვადიან პერსპექტივაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day