Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი - რა გამოვიარეთ და რა გზას ვირჩევთ?

BM.GE
26.05.23 16:29
82
წელს, საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 -ე და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32-ე წელს აღნიშნავს და ამ პერიოდში საქართველოს საკმაოდ რთული გზის გავლა მოუხდა. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა 21 პროცენტით, 1992 წელს - 44%-ით, ხოლო 1993 წელს კიდევ 29%-ით შემცირდა. მთლიანობაში 1990 წლიდან 1995 წლამდე საქართველოს ეკონომიკამ ჯამურად 68 პროცენტი დაკარგა. ქვეყანამ გადაიტანა ჰიპერინფლაცია, რუსული ემბარგო, სამი ომი, რომლის შედეგად ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთი მიერ დღემდე ოკუპირებულია და არსებული რეალობა ადასტურებს, რომ არც თავისუფლებისთვის, არც დამოუკიდებლობისთვის, მათ შორის ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. 

დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებიდან 32-ე წელს დღემდე ოკუპირებული საქართველოს ეკონომიკის ზომა 24.6 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 6 671 დოლარია. მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა, საქართველო მაინც დაბალშემოსავლიანი ქვეყნად რჩება და დღეს ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდაა - როგორ და რა ეკონომიკით მოვედით საქართველოს დამოუკიდებლობის 32 წლის თავზე და რა კურსი აქვს დღეს მთავრობას? 

სტუმრები: ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი;
რამაზ გერლიანი - „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day