დამოუკიდებლობის 104 წელს აღნიშნავს საქართველო. ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს. დღეს როცა საუკუნის და 4 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში დასმული ხელმოწერებით და ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ათვლა დაიწყო. მაშინ გამოცემული აქტი მალევე აღიარეს დასავლეთის ქვეყნებმაც.