Home
Category
TV Live Menu

"დამსაქმებელთა ასოციაცია": ბიზნესს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევის ვალდებულება არ უნდა დაეკისროს

5931620db9f47
სალომე მეცხვარიშვილი
02.06.17 16:58
957
"დამსაქმებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ კორძახიას აზრით, ბიზნესს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევის ვალდებულება არ უნდა დაეკისროს.

მისი თქმით, ეს არის დამატებითი ხარჯი და პრობლემური საკითხი ბიზნესისთვის, ამიტომ დაზღვევა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, როგორც ახლაა. მიხეილ კორძახია ამბობს, რომ ამავე წარმატებით, შესაძლებელია, ყველაფერზე ვალდებულების დაკისრება ბიზნესისთვის, ამიტომ ახალი რეგულაციის საჭიროება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა ექნებათ. შესაბამის ცვლილებებზე მთავრობა მუშაობს.
როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ცვლილებების განხორციელებას ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომხდარმა რამდენიმე ხანძარმა, რომლის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს.

Subscribe to our news

Get the main news of the day